თებერვალი, 2023
01.02.2023, ოთხშაბათი
ღირსისა ანტონი მესვეტისა, მარტყოფელისა, სასწაულმოქმედისა (†VI); ღირსისა მაკარი დიდისა, მეგვიპტელისა (†390/391); მარკოზ ეფესელი მთავარეპისკოპოსისა, ევგენიკოსისა (†23.06 1444); არსენა კერკირელი მთავარეპისკოპოსისა (†953); ღირსისა ექვთიმე აღმსარებლისა (კერესელიძე 1944). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წუთისოფელზე გამარჯვების შესახებამ სოფელში ჭირი გაქვთ, მაგრამ გამხნევდით, რადგან მე ვძლიე ამ სოფელს (იოან. 16:33)წუთისოფლის მძლეველი ღმერთი ამ სიტყვებით ასწავლის თავის მიმდევრებს, რომ არ ეშინოდეთ წუთისოფლის. მართლაც, ეს სოფელი ძალიან ძლიერად გვეჩვენება, მაგრამ ის, ვინც შექმნა სოფელი, განა მასზე უფრო ძლიერი არ არის?! ძალიან საშინელია წუთისოფელი იმისათვის, ვინც არ იცის, რომ ღმერთი მართავს სამყაროს, რომ მას აქვს ხელმწიფება ამყოფოს წუთისოფელი ყოფიერებაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სურს და დააბრუნოს არყოფნაში, როდესაც მოისურვებს. ხოლო ვინც ეს იცის, მისთვის ეს სოფელი არ არის საშინელი. უფალ იესო ქრისტესთან შედარებით, წუთისოფელი მხოლოდ სისუსტეებით მოფენილ ქსოვილს გვაგონებს, ხოლო ქრისტეს არ აქვს არცერთი სისუსტე. ვიცნ ეს არ იცის, მისთვის წუთისოფელი საშინელია, ხოლო ვიცნ იცის, მას არ ეშინია წუთისოფლის. წუთისოფელი სავსეა უბედურებებით, ტანჯვით, სამარეებითა და ხრწნის სუნით - ვის ძალუძს ამ ყველაფრის ატანა? მხოლოდ მას, ვისაც გული აქვს ძლიერი. ხოლო ძლიერი გული აქვს მხოლოდ იმას, ვის გულშიც ქრისტეა. წუთისოფელმა სხეული გვასესხა და მის ნაცვლად სულის მიღება სურს ჩვენგან, მაგრამ როგორ გვძლევს ის ჩვენ, თუკი ჩვენ ვიქნებით ქრისტეს მხედრები, რომელმაც სძლია წუთისოფელს?! წუთისოფლის მძლეველი ქრისტე გვაძლევს იარაღს საბრძოლველად, თავისი მაგალითით გვასწავლის ბრძოლას, გვანახებს დაფარულ მტერს, გვიჩვენებს შეტევისა და უკან დახევის გზებს, გვეხმარება თავისი მარჯვენით, გვიცავს ჩახუტებით, საზრდოდ გვაძლევს თავის ცხოველსმყოფელ ხორცს და გვასმევს თავის ცხოველსმყოფელ სისხლს, თანაც გვამხნევებს თავისი მოწოდებით: ნუ გეშინიათ! ასე რომ, ძმებო, განა შეუძლია წუთისოფელს რამე დაგვიშავოს, როცა მისი დამარცხება გარანტირებულია ქრისტეს გამარჯვებით?! ჰოი, უფალო, წუთისოფლის მძლეველო და გამარჯვებულო წინამძღოლო, იყავი ყოველთვის ჩვენ გვერდით, რათა არ გვეშინოდეს და შეგვეწიე, რომ ჩვენც ყოველთვის შენ გვერდით ვიყოთ გულით, გონებითა და სულით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
02.02.2023, ხუთშაბათი
ღირსისა და ღმერთშემოსილისა ექვთიმე დიდისა (†473); ღირსისა ექვთიმე აღმსარებლისა (კერესელიძე 1944); მოწ.მამათაინნა, პინა და რიმასი(14);მოწამეთა: ბახუსიევსევისი, ევტუქისი და ბასილიდოსი(284-305); ღირსი ექვთიმე ტერნოველისა, ბულგარეთის პატრიარქი(1411). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წყვდიადში ერთადერთი სინათლის შესახებმე ვარ ნათელი სოფლისა (იოან. 8:12)რაც წუთისოფელი და დრო-ჟამი არსებობს, დაბადებულთაგან ვერავინ გაბედა ამ სიტყვების წარმოთქმა. იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე მომაქვს ნათელი!“, მაგრამ ვერავინ გაბედა ეთქვა: „მე ვარ ნათელი!“ მხოლოდ უფალმა იესო ქრისტემ წარმოთქვა ეს სიტყვები გაბედულად და დარწმუნებით. მისმა ხანმოკლე ცხოვრებამ დედამიწაზე და ხანგრძლივმა, დაახლოებით ორიათასწლიანმა, ისტორიამ სრულიად გაამართლა ეს სიტყვები. იგი არის ჭეშმარიტების, სიმართლისა და ცხოვრების ნათელი. ქრისტე არის ჭეშმარიტების ნათელი, რადგან მან საკუთარი თავით გააცხადა ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის ნამდვილი ბუნების შესახებ, მანვე გააცხადა დამოკიდებულება ადამიანისა ადამინის მიმართ, დამოკიდებულება ადამიანისა ღვთის მიმართ და დამოკიდებულება ღვთისა ადამიანის მიმართ. ცა და დედამიწა გადავა, ხოლო მისი სიტყვები არ გადავა (მთ. 24:35), რადგან ცაც და დედამიწაც მისი სიტყვით შეიქმნა, ხოლო მისი სიტყვა – მისგანვე არის და მასთან არის მარადიულად და არ გადავა. ქრისტე არის სიმართლის ნათელი, იმიტომ რომ აჩვენა სიმართლის ძალა და ტყუილის უძლურება. მან ეს ცხადად აჩვენა იმ ყველაფრით, რაც თქვა, რაც აღასრულა და რაც თავს გადახდა ცოდვილთა შორის. მან ეს აჩვენა თავისი ეკლესიით ოცი საუკუნის განმავლობაში, ასევე, უამრავი წმინდანისა და წამებულის მიერ. სიმართელე ღმერთს ეკუთვნის და ის არასოდეს დამარცხდება. სიცრუე კი სუსტი არსებების კუთვნილებაა. სიცრუე ხშირად თავს აჩვენებს ხოლმე გამარჯვებულად, მაგრამ სწრაფადვე ჩაესვენება სამარეში. ქრისტე არის ცხოვრების ნათელი. ცხოვრებას ანათებს მისი სიტყვები, მისი საქმეები, მისი გამარჯვება, განსაკუთრებით – მისი აღდგომა, რომელიც, როგორც ყველაზე კაშკაშა მზე, თავისი სინათლით ანათებს ცხოვრებას და მკრთალი ჩრდილივით განდევნის სიკვდილს.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ნათელო დაუღამებელო, მზეო ჭეშმარიტებისაო, სიმართლისა და ცხოვრებისაო, მოგვფინე ნათელი შენი ჩვენ, ცოდვილებსა და უღირსებს! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
03.02.2023, პარასკევი
ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა (†662); და მოწაფეთა მასთა აღმსარებელთა: ანასტასია ბერისა, კონსტანტინეპოლელისა (†662) და ანასტასი აპოკრისიარისა (†666) (აღესრულნენ საქართველოში); მოწამისა ნეოფიტესი, რომელი იყო ნიკია ქალაქით ბითვინისაით (†303/305); წმიდა პატრიარქ კალისტრატესი (ცინცაძე, †1952); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (†1556). მოწამეთა: ევგენი, კანდიდო, უალერიანე და აკვილასი(284-305); ქალწულმოწამე აგნია რომაელისა(304) ღირსი მაქსიმე ბერძენისა(1556). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება შესრულების მეშვეობით წვდომის შესახებვისაც სურს მისი ნება აღასრულოს, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ, ღვთისაგან არის თუ მე ჩემით ვამბობ (იოან. 7:17)მცირე სარგებელი აქვს ადამიანური ლოგიკითა და სიტყვებით იმის მტკიცებას, რომ ქრისტეს სწავლება ღვთისგანაა. ამ ჭეშმარიტებაში წვდომის ყველაზე სწრაფი და ყველაზე სანდო საშუალება ღვთის ნების აღსრულებაა, როგორც ბრძანა ამის შესახებ ქრისტემ: ვინც აღასრულებს, ის ჩასწვდება.თუ ღვთისთვის ტირი, შეიცნობ როგორი ნუგეშია ღმერთი; თუ მოწყალე ხარ, შეიცნობ როგორი მოწყალეა ღმერთი; თუ მშვიდობის დამყარებას ცდილობ, შეიცნობ, თუ როგორ გესადაგება იწოდებოდე ღვთის შვილად; თუ პატიობ ადამიანებს, შეიცნობ, როგორ გპატობს შენ ღმერთი. ქრისტეს სწავლება რომ ღვთისგანაა, ამას მხოლოდ ის შეიცნობს, ვინც ღვთის ნებას აღასრულებს. მხოლოდ ღვთის ნებისა და ღვთის მცნებების შესრულებითაა შესაძლებელი სამოთხის გაღება და ღვთის დანახვა, ესაა წმინდა წერილისა და გამოცხადების ყველა საიდუმლოს გაგების გასაღები. წმიდა ბასილი დიდი წერს: „საჭიროა ცხოვრების სიწმინდე, რათა შევიცნოთ ის, რაც წმიდა წერილშია დაფარული“. კიდევ რა სურს უფალს, როდესაც გვასწავლის, რომ მისი ნების აღსრულებით შეიძლება ჩავწვდეთ მისი მოძღვრების ღვთიურობას? – მხოლოდ ის, რომ საქმითაც დავრწმუნდეთ ამაში. მას სურს დავრწმუნდეთ არა უფრო მარტივი, არამედ უფრო რთულით გზით - არა მხოლოდ მოსმენით, არამედ შესრულებითაც, რადგან ვინც იოლი გზით რწმუნდება რამეში, იოლად ირყევა და იოლადვე გადარწმუნდება, ხოლო ვინც უფრო რთული გზით ირწმუნებს, იოლად აღარ შეირყევა და გადარწმუნდება. ძმებო, ამიტომ ვეცადოთ აღვასრულოთ ღვთის ნება, რათა შევიმეცნოთ ღმერთი და გადავირჩინოთ სული. ჰოი, ყოვლადბრძენო უფალო, შეგვეწიე ჩვენ, რათა სულიწმიდის ძალით აღვასრულოთ შენი წმიდა ნება. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
04.02.2023, შაბათი
მოციქულისა 70-თაგანისა ტიმოთესი (†80/97); ღირსმოწამისა ანასტასი სპირსისა(†628); მოწამეთა: მანუელ, გიორგი, პეტრე და ლეონტი ეპისკოპოსისა, სიონი, გაბრიელ, იოანე, ლეონტი და პაროდი ხუცესთა და სხვა. მღვდელმოწამე ბიკენტი, ავგუსტოპოლელი დიაკონისა(303) და ღირსი იოსებ განწმენდილისა, კრეტელი იღუმენისა (1551). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის ყოვლისმცოდნეობისა და განგებულების შესახებხოლო თქვენს თავზე ყოველი თმაც კი დათვლილია (მთ. 10:30)თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია, ძმებო, აღარაფერს ვამბობ თქვენი ცხოვრების დღეებზე! ამიტომ ნუ გეშინიათ, რომ დანიშნულ დროზე ადრე მოკვდებით, და არც იმის იმედი გქონდეთ, რომ თუნდაც ერთი დღით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს იმის ნების გარეშე, ვინც საზღვრავს და ზომავს. დაე, ამ აზრმა გასწავლოთ სიმდაბლე და ღვთის შიში. თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს ტანჯვაზე წუთისოფელში! ამიტომ არ შეშინდეთ, რომ ზომაზე მეტად დაინტანჯებით. კიდევ უფრო ნაკლებად გეშინოდეთ იმისა, რომ თქვენს ტანჯვას დაივიწყებს და არ გაითვალისწინებს ის, ვინც ყველაფერს ხედავს. ეს აზრი თქვენი შემოქმედისადმი მოთმინებასა და მინდობას გასწავლით. თმებიც კი დათვლილია თქვენს თავზე, ძმებო, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს მეგობრებსა და მტრებზე ამ ქვეყნად! ამიტომ, ნუ გეშინიათ, რომ ზედმეტად ბევრი მეგობარი და მტერი გეყოლებათ; ნუ გეშინიათ, რომ თქვენი მტრები დაგამარცხებენ, მაგრამ, ასევე, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თქვენი მეგობრები დაგიცავენ. ეცადეთ, რომ მხოლოდ ღმერთი იყოს თქვენი მეგობარი და ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ. შეხედეთ: მხოლოდ უფალია თქვენი ერთადერთი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის უყვარხართ. ჰოი, სახიერო უფალო, ყოვლადბრძენო განმგებელო, რომელმაც იცი ყველაფრის სათვალავი, საზომი და დრო! ყოველგვარი შიში განაგდე ჩვენგან, შენი შიშის გარდა, რათა შენ მიმართ შიშით მოვიპოვოთ შენი – ჩვენი შემოქმედისა და კეთილისმყოფელის – უბიწო და წმიდა სიყვარული. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
05.02.2023, კვირა
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე მღვდლმოწამისა კლიმენტი ანკვირელი ეპისკოპოსისა და მოწამისა აგათანგელოზისა (†318).ღირსი მავსიმე ასურისა; ღირსი სალამან მდუმარისა(400); მსოფლიო კრების მონაწილე წმ. მამათა(680-681); ღირსი დიონისე ულუმბოელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წმინდათა ანგელოზური მდგომარეობის შესახებხოლო ვინც ღირსი იქნება, მიაღწიოს იმ საუკუნეს... აღარც სიკვდილი შეუძლიათ, რადგან ანგელოზთა სწორნი არიან... (ლუკ. 20:35-36)ამას ბრძანებს ის, ვინც იცის, ვინც იხილა და ვინც არ შეცდება. მაშ, რაღას უნდა ვეჭვობდეთ, ძმებო? ეს მოწმობა დღესავით ნათელი, ალმასზე ტკიცე და წუთისოფლის მთელ სიმდიდრეზე ძვირფასია; ეს მოწმობა ცხადყოფს, რომ მათ, ვინც იმ ქვეყნად ცხოვრებისა და აღდგომის ღირსი გახდა, სიკვდილი აღარ შეუძლიათ და ღვთის ანგელოზებივით უკვდავი არიან. მაგრამ იკითხავთ: რომელი ანგელოზებივით? სწორედ იმათი, რომლებიც აბრაამის დროს ეცხადებოდნენ და ეხმარებოდნენ ადამიანებს და ახლაც ასევე ეცხადებიან და ეხმარებიან. ისინი არ დაიხოცნენ, არამედ ცოცხალი არიან; არ დაბერდნენ, არამედ ახალგარზდები არიან. მათ ადამი იხილეს სამოთხეში და ახლა კი დაინახავენ საბოლოო აღდგომას, საშინელ სამსჯავროსა და წმიდათა სასუფეველს. ანგელოზთა მსგავსნი არიან წმიდანები. მოციქულები და წინასწარმეტყველები, წმინდანები და მოწამეები ცოცხალი არიან. ისინი მარად იცოცხლებენ და არ მოკვდებიან. ასეულობით, ათასობით წელი გავიდა, ისინი კი არც კვდებიან, არც ბერდებიან, არამედ ანგელოზთა მსგავსნი არიან. წმიდანები რომ არ მოკვდებიან, ეს უფალმა ზემონათქვამი სიტყვებითაც დაგვიმოწმა, საკუთარი აღდგომითაც გვიჩვენა და წმინდანთა განდიდებითაც დაგვიდასტურა.გამოვფხიზლდეთ, ძმებო და შევეცადოთ, რომ ამ ნეტარი სამყაროს ღირსი გავხდეთ!ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო და უკვდავო უფალო, შეგვეწიე, რომ ღირსი გავხდეთ შენი მარადიული სასუფევლის, რომელშიც სუფევ შენს ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად უკუნითი უკუნისამდე! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
06.02.2023, ორშაბათი
წმიდისა მელქისედეკ I, საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებლისა(†1033); ქალწულმოწამისა ქსენი დედათდიაკონისა, რომაელისა (†V); ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (†XIX). მოწაფეთა: ტიმოთესი და აგაპისა; ღირსი მაკედონი, სირიელი მეუდაბნოისა(420); ღირსმოწამე ანასტასი სპარსისა; ღირსი ფილონ კოპლასტიელი ეპისკოპოსისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
07.02.2023, სამშაბათი
წმიდა გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (†389/390); გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა (ქიქოძე †1896). მოწაფე ფილიციტასი და მის ძეთა: იანუარი, ფელიქს, ფილიპე, სილვანე ალექსანდრე, ვიტალი და მარცილისა; ღირსი პოპლისა(380); ღირსი მარი მგალობელისა(430); მღვდელმოწამე ვლადიმერ, კიევის მიტროპოლიტისა (1918) რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
08.02.2023, ოთხშაბათი
კეთილმსახურისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისა (†1125);
ღირსთა: ქსენოფონტესი, მეუღლისა მისა მარიამისა და ძეთა მათთა არკადისა და იოანესი (†V.VI). რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა:ანანია ხუცისა, პეტრე მეჭურჭლისა და მათთან 7 მხედართა(284-305); ღირსი სვიმეონ ძველისა (380-390); ღირსი თეოდორე, სტუდიელი იღუმენისა და მისი ძმისა იოსებ, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა(830). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
12.02.2023, კვირა
უძღები შვილის კვირიაკე მსოფლიო მოძღვართა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისი (†XI);მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მისთანა მოწამეთა: კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა 20-თა.(III). ღირსი ზენონისა; მოწამე თეოფილე ახლისა(780-802); კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
13.02.2023, ორშაბათი
კეთილმსახურისა დიდისა მეფისა თამარისა (†1213); სასწაულმოქმედთა უვერცხლოთა მკურნალთა მოწამეთა: კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (†311); ზაქარია იერუსალიმელი პატრიარქისა(†633). მოწამეთა: ბიქტორ, ნიკიფორე, კლავდი, დიოდორე, სერაპიონისა და პაპისა(251); მოწამე ტრეიფენა კვიზიკელისა; ღირსი არსენ პაროსელისა(1877); ზაქარია იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
14.02.2023, სამშაბათი
15.02.2023, ოთხშაბათი
მიგებებაი (მიქუმაი) უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
#mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
17.02.2023, პარასკევი
ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა, ღირსისა შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (†VI);ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (†436/440). მოწამე იადორისა; მღვდელმოწამე აბრაამ არვილელი ეპ.(344-347); ღირსი ნიკოლოზ აღმსარებლისა; სტუდიელი იღუმენისა(868); მოწამე ადრიან კესარია-პალესტინელისა(250); ღირსი ავენტინ შარტრელი ეპისკ.წმ. იასიმ სასწაულმოქმედისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
18.02.2023, შაბათი
ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა, ღირსისა შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (†VI);ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (†436/440). მოწამე იადორისა; მღვდელმოწამე აბრაამ არვილელი ეპ.(344-347); ღირსი ნიკოლოზ აღმსარებლისა; სტუდიელი იღუმენისა(868); მოწამე ადრიან კესარია-პალესტინელისა(250); ღირსი ავენტინ შარტრელი ეპისკ.წმ. იასიმ სასწაულმოქმედისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
19.02.2023, კვირა
ხორციელის შვიდეული, საშინელი სამსჯავროს ხსენება ღირსისა არსენ იყალთოელისა (ვაჩნაძე 1127); ღირსისა ვუკოლე სმირნელი ეპისკოპოსისა (†100); მოწამეთა: მართასი, მარიამისა და ძმისა მათისა ღირსმოწამისა დიმიტრი კონსტანტინეპოლელისა (ლაზი†1784); ფოტი დიდისა, მოციქულთა სწორისა. მოწამე იულიანე ემესელისა(312);კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (†891). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
22.02.2023, ოთხშაბათი
ღირსისა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა; მოწამისა ნიკიფორესი, ასურეთის ანტიოქიელისა (†2570).მღვდელმოწამეთა: მარკელე, სიცილიელი ეპისკოპოსისა, ფილაგრე, კვიპრ. ეპისკოპოსისა და პანკრატი, ტავრომენიელი ეპისკოპოსისა, მღვდელმოწამე პეტრე დამასკელისა(775); მღვდელმოწამე აღათანგელოზ, დამასკოელი მიტროპოლიტისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი
25.02.2023, შაბათი
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა; ყოველთა ღირსთა მამათა, ღვაწლში გაბრწყინებულთა (გარდამ.). მელეტისა, დიდი ანტიოქიელი პატრიარქისა (†381); ღირსისა პროხორე ქართველისა, იერუსალიმის ქართველთა ჯვარის მონასტრის განმაახლებლისა (შავთელი †XI); მღვდელმოწამე ლუკა იერუსალიმელისა (მუხაის ძე აბაშიძე †1273/1277); ღირსმოწამისა ნიკოლოზისა (დვალი †11314), იერუსალიმის ქართველთა მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებულისა და იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულთა ყოველთა ქართველთა მოწამეთა და მამათა (†IV-XVIII). ღირსთა: მარიამისა და მამამისი ევგენისა; ანტონი კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა(895); ალექსი, მოსკოველი მიტროპოლიტისა, სასწაულმოქმედისა(1378). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} წმიდა ნიკოლოზ სერბი