03 თებერვალი, 2023 , პარასკევი
(ძვ. სტილით 21 იანვარი)
ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა (†662); და მოწაფეთა მასთა აღმსარებელთა: ანასტასია ბერისა, კონსტანტინეპოლელისა (†662) და ანასტასი აპოკრისიარისა (†666) (აღესრულნენ საქართველოში); მოწამისა ნეოფიტესი, რომელი იყო ნიკია ქალაქით ბითვინისაით (†303/305); წმიდა პატრიარქ კალისტრატესი (ცინცაძე, †1952); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (†1556). მოწამეთა: ევგენი, კანდიდო, უალერიანე და აკვილასი(284-305); ქალწულმოწამე აგნია რომაელისა(304) ღირსი მაქსიმე ბერძენისა(1556). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება შესრულების მეშვეობით წვდომის შესახებვისაც სურს მისი ნება აღასრულოს, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ, ღვთისაგან არის თუ მე ჩემით ვამბობ (იოან. 7:17)მცირე სარგებელი აქვს ადამიანური ლოგიკითა და სიტყვებით იმის მტკიცებას, რომ ქრისტეს სწავლება ღვთისგანაა. ამ ჭეშმარიტებაში წვდომის ყველაზე სწრაფი და ყველაზე სანდო საშუალება ღვთის ნების აღსრულებაა, როგორც ბრძანა ამის შესახებ ქრისტემ: ვინც აღასრულებს, ის ჩასწვდება.თუ ღვთისთვის ტირი, შეიცნობ როგორი ნუგეშია ღმერთი; თუ მოწყალე ხარ, შეიცნობ როგორი მოწყალეა ღმერთი; თუ მშვიდობის დამყარებას ცდილობ, შეიცნობ, თუ როგორ გესადაგება იწოდებოდე ღვთის შვილად; თუ პატიობ ადამიანებს, შეიცნობ, როგორ გპატობს შენ ღმერთი. ქრისტეს სწავლება რომ ღვთისგანაა, ამას მხოლოდ ის შეიცნობს, ვინც ღვთის ნებას აღასრულებს. მხოლოდ ღვთის ნებისა და ღვთის მცნებების შესრულებითაა შესაძლებელი სამოთხის გაღება და ღვთის დანახვა, ესაა წმინდა წერილისა და გამოცხადების ყველა საიდუმლოს გაგების გასაღები. წმიდა ბასილი დიდი წერს: „საჭიროა ცხოვრების სიწმინდე, რათა შევიცნოთ ის, რაც წმიდა წერილშია დაფარული“. კიდევ რა სურს უფალს, როდესაც გვასწავლის, რომ მისი ნების აღსრულებით შეიძლება ჩავწვდეთ მისი მოძღვრების ღვთიურობას? – მხოლოდ ის, რომ საქმითაც დავრწმუნდეთ ამაში. მას სურს დავრწმუნდეთ არა უფრო მარტივი, არამედ უფრო რთულით გზით - არა მხოლოდ მოსმენით, არამედ შესრულებითაც, რადგან ვინც იოლი გზით რწმუნდება რამეში, იოლად ირყევა და იოლადვე გადარწმუნდება, ხოლო ვინც უფრო რთული გზით ირწმუნებს, იოლად აღარ შეირყევა და გადარწმუნდება. ძმებო, ამიტომ ვეცადოთ აღვასრულოთ ღვთის ნება, რათა შევიმეცნოთ ღმერთი და გადავირჩინოთ სული. ჰოი, ყოვლადბრძენო უფალო, შეგვეწიე ჩვენ, რათა სულიწმიდის ძალით აღვასრულოთ შენი წმიდა ნება. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011