
ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო შეხვედრები
სამეცნიერო ცენტრის ოფიციალური დაარსების შემდეგ, 2004 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა I საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „რელიგია და საზოგადოება – რწმენა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო, მომავალი”. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებათმცოდნეობის სხვადასხვა დარგის 100-მდე მეცნიერმა, მოეწყო მრგვალი მაგიდა აქტუალურ თემებზე, კონფერენციის მასალები დაიბეჭდა სპეციალურ კრებულში.