-
ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე
2009 წლის დეკემბერში გამოიცა კრებული „ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე”. მასალები და რუკები მოამზადეს
დ. ბერძენიშვილმა და მ. ფხაჭიაშვილმა. -
Некоторые Вопросы Грузии в Армянской Историографии
ქრისტიანული კვლევის სამეცნიერო ცენტრმა ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიასთან თანამშრომლობით გამოსცა რუსულ ენაზე კრებული: «Некоторые вопросы истории Грузии в армянской историографии». მასში თავმოყრილია ქართველ მეცნიერთა (ს. ჯანაშიას, მ. ლორთქიფანიძის, დ. მუსხელიშვილის, დ. ბერძენიშვილის, ნ. ლომოურისა და სხვათა) საყურადღებო სტატიები, რომლებშიც არგუმენტირებული პასუხია გაცემული ზოგიერთი სომეხი ისტორიკოსის ტენდენციურ, არამეცნიერულ კონცეფციაზე საქართველოს ისტორიის საკითხებთან დაკავშირებით. მალე გამოვა ამ ნაშრომის ინგლისური ვერსიაც.
-
4 ბროშურისგან შემდგარი კომპლექტი
4 ბროშურისაგან შემდგარი კომპლექტი ქართულ და ინგლისურ ენებზე მკითხველს მოკლედ მოუთხრობს საქართველოს ისტორიას (ავტორი დ. მუსხელიშვილი), საქართველოს ეკლესიის ისტორიას (ავტორი ე. ბუბულაშვილი), ქართული დამწერლობის განვითარების გზებზე (ავტორი მ. ქურდიანი) და უცხოელთა შეხედულებებზე საქართველოსა და ქართველების შესახებ (ავტორი დ. ბერძენიშვილი).
საქართველოს ისტორიის ნარკვევი
საქართველოს სამოციქულო ეკლესია
ქართული ენა და დამწერლობა
უცხოელები საქართველოსა და ქართველების შესახებ
-
ფოტოალბომი „მზიანი ღამე“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საიუბილეოდ გამოიცა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოალბომი „მზიანი ღამე” (ავტორები: მ. ქურდიანი, ნ. ჭავჭავაძე, ლ. ტოგონიძე).
-
ათონის ივერთა მონასტრის აღაპები
2007 წელს გამოიცა დიდი ქართველი მეცნიერის ნ. ბერძენიშვილის გამოუქვეყნებელი ნაშრომი – „ათონის ივერთა მონასტრის აღაპები” (ნაშრომი გამოსაცემად მოამზადეს მ. ბერძნიშვილმა და დ. მეგრელაძემ, წიგნის რედაქტორია აკად. დ. მუსხელიშვილი, წიგნის გამოცემა დააფინანსა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდმა, ხელმძღვანელი გ. ყარყარაშვილი).
-
Ахтальский Монастырь
2005 წელს დაიბეჭდა ეპისკოპოს კირიონის ნაშრომი «Ахтальский монастырь», რომელიც მოამზადეს, შესავალი და კომენტარები დაურთეს ე. ბუბულაშვილმა და ზ. სხირტლაძემ.
-
ქართული საეკლესიო გალობა - ერი და ტრადიცია
კრებულში „ქართული საეკლესიო გალობა – ერი და ტრადიცია” (2001) აისახა სამეცნიერო ცენტრში გამართული დისკუსიის შედეგები. იგი მიზნად ისახავდა ქართული საგალობლების კანონიკური საფუძვლების წარმოჩენას, ქართული მრავალხმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნას, საგალობლების ოჯახში შესრულების ხალხურ ტრადიციებს.
-
ჟურნალი „ლოგოსი” N5
ცენტრის პერიოდული ჟურნალია „ლოგოსი” (მთავარი რედაქტორი – აკად. დ. მუსხელიშვილი).
უკვე გამოიცა მისი მეხუთე ნომერი. სწორედ ამ ჟურნალში იბეჭდება ძირითადად სამეცნიერო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მასალები.