03.08.2011
“ეკლესია და ეკონომიკა” - სამეცნიერო სემინარი

2011 წლის 3 აგვისტოს ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ჩაატარა სამეცნიერო სემინარი თემაზე: “ეკლესია და ეკონომიკა”, რომელიც ეძღვნებოდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეს.

სემინარს დაესწრო მისი უწმიდესობა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თვალსაჩინო ქართველი ეკონომისტები, საზოგადოებათმცოდნეები, უცხოელი ექსპერტები, ბიზნესმენები.
სემინარი ჩატარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში - “აუდიტორია”.

სემინარის მონაწილეებმა მიიღეს განცხადება, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 სემინარის პროგრამა

"სამეცნიერო სემინარის-“ეკლესია და ეკონომიკა”-მონაწილეთა განცხადება

"ეკონომიკური ურთიერთობები და მართმადიდებლური ეთიკა" – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სურათების სანახავად მიყევით ბმულს

 © ICCS, 2011