ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო ქესპედიციები
I ექსპედიცია
სამეცნიერო ცენტრის დაარსებისთანავე, 2001 წელს   შეიქმნა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა პირველწყაროებზე დაყრდნობით შეესწავლა და დაედგინა საქა­რთვე­ლოსა და მის ფარგლებს გარეთ  წმ. ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობის გზა (ხელმძღვანელი – დევი ბერძენიშვილი, დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი, კოორდინატორი – მიხეილ ფხაჭიაშვილი, წევრები: ელდარ ბუბულაშვილი, გივი ბოლქვაძე. ექსპედიციებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, მწერალი კოტე ჯანდიერი, რეჟისორი კახა იმნაიშვილი, ოპერატორები: დავით ასათიანი, ლევან პატარაია, ალპინისტი თამაზ შარაშენიძე და სხვ).

2001 წლიდან დღემდე საქართველოსა და თურქეთში მოეწყო 5 ექსპედიცია. ყველა ექსპედიციის მარშრუტის შედგენისას სამეცნიერო ჯგუფი  ითვალისწინებდა წმ. მოციქულის მოღვაწეობის შესახებ ისტორიული წყაროების მონაცემებს. პირველი მოგზაურობა მოეწყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, იმერეთსა და სამცხის რეგიონში.

I ექსპედიციის მარშრუტი: გეგუთი › ვარციხე (როდოპოლისი) › ბაღდათი › ხანი › ზეკარის („რკინის ჯვრის”) უღელტეხილი › აბასთუმანი (ოძრხის ციხე) › ზადენგორა › აწყური › ბორჯომი; აჭარა-მესხეთის (ფერსათის) ქედი და მდინარეების: ხანის წყლის, ოძრხის (აბასთუმნის წყალი), ქვაბლიანისა და მტკვრის ხეობები.

 © ICCS, 2011